დანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ კასპერ ჰიულმანს ევრო-2020-ის 1/8-ფინალში, დღეს, უელსთან ამსტერდამში იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე გასამართი დაპირისპირებისგან დიდი მოლოდი აქვს.
„მეტოქეს და მის მიღწევებს დიდ პატივს ვცემ, ევრო-2016ის ნახევარფინალში გასვლის ჩათვლით. ეს ქვეყანა თავის ეროვნულ გუნდს მხარს 100 პროცენტით უჭერს. უელსის მოთამაშეები მოედანზე საკუთარი თავისთვისაც მუშაობენ და სხვისთვისაც.
ამ მოვლენას ძალიან ველოდებით. „პარკენზე“ ჩატარებული სამი ძალიან ემოციური მატჩის მერე, მომავალი თამაშისგან ბევრს ველოდებით“ – განაცხადა დანიელმა სპეციალისტმა.
