ინგლისის ეროვნული ნაკრები ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ისე გავიდა, რომ გოლი არ გაუშვია.
D ჯგუფის ბოლო ტურში ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე ინგლისელები ჩეხეთს დაუპირისპირდნენ და 1:0 გაიმარჯვეს.
ბრიტანელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა ჯგუფში ორი მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს და ორივე შემთხვევაში თავი სტერლინგმა გამოიჩინა.
ინგლისმა 3 მატჩში მეტოქეთა კარი მხოლოდ ორჯერ აიღო, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ჯგუფის გამარჯვებულისთვის ანტირეკორდია.
ინგლისელებმა ჯგუფში ჩატარებულ სამ შეხვედრაშუ მეტოქის კარში ბურთი 22-ჯერ დაარტყა – ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ ფინეთს აქვს.
ჩეხეთმა 4 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, მაგრამ 1/8-ფინალში მაინც გავიდა.





