საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი F ჯგუფში ბუდაპეშტში ფერენც პიშკაშის სახელობუს არენაზე უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში უნგრელმა ატილა ფიოლამ გახსნა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საპასუო გოლი 66-ე წუთზე გაიტანა და მისი ავტორი ანტუან გრიზმანია.
გრიზმანმა ევროპის ჩემპიონატებზე თავი 7 გოლს მოუყარა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (12 გოლი) და მიშელ პლატინის (9 გოლი) აქვთ,
გრიზმანმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საერთო ჯამში 9 მატჩში გაიტანა. საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ტიერი ანრისა და მიშელ პლატინის აქვთ, რომელთაც ნახსენებ ტურნირებზე მეტოქეთა კარი10-10 შეხვედრაში აიღეს.
საფრანგეთის ნაკრებს ზედიზედ 9 თამაშია არ წაუგია – 7 გამარჯვება და 2 ფრე.
უეფამ უნგრეთი-საფრანგეთის დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ უნგრელი კლიაინხაისლერი დაასახელეს.





