საზონოვი დაშავდა -„ხეტაფე“ ევროთასზე გამოსვლას განაგრძობს

0
1

„ხეტაფე“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში საბა საზონოვი შეუერთდა, კონფერენს ლიგის ფაზაში ითამაშებს. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ესპანურმა გუნდმა სახლში ბელგრადის „პარტიზანი“ 3:1 დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ სერბეთში 1:2 წააგო, ევროთასზე ასპარეზობას განაგრძობს.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 37-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
მატჩის 53-ე წუთზე მასპინძლები ჯეჰმა დააწინაურა, ხოლო 69-ე წუთზე საპასუხო ბურთი უნალმა გაიტანა. 76-ე წუთზე „პარტიზანიდან“ თავი კოიზეკმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ლაშა თაბაგარი