„შუქურა“ საშიანაო სტადიონზე მეოთხე წრეში დაბრუნდება

0
30

ქობულეთის „შუქურა“, რომელსაც გიორგი შაშიაშვილი წვრთნის, თავის მოედანზე მატჩებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მე-4 წრეში ჩაატარებს.

ქობულეთელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, „ჩელე არენაზე“ მოედნის საფარს ცვლიან და სამუშაოები „შუქურას“ ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„შუქურას“ საშინაო სტადიონზე საფარი 2018 წელს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით გამოიცვალა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გუნდი ამ მოედანზე ვარჯიშობდა და თამაშობდა, მინდორი გაფუჭდა.