იანე ანდერსონი: „შედეგით უკმაყოფილო არ ვარ“

0
25

შვედეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იანე ანდერსონი ევრო-2020-ზე ესპანეთის ნაკრებთან უგოლო ფრით კმაყოფილია.

„ჩვენ რაღაც მომენტები შევქმენით, ისევე როგორც მეტოქემ და საბოლოო ჯამში შედეგით უკმაყოფილო არ ვარ.

თუ გვსურს, რომ ასეთ გუნდთან ქულები მოვიპოვოთ, სხვაგვარად ვერ ვითამაშებდით. ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და შეეცადნენ ჩვენს მიერ მატჩამდე დასახული გეგმა განეხორციელებინათ.

თქვენ ძალიან გულუბრყვილო ხართ თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ესპანეთში ჩახვიდე, სადაც ქუჩაში 32 გრადუსი სიცხეა და ასე უბრალოდ მაღალი დონის გუნდი დაამარცხო“ – იუწყება ანდერსონის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.