ფეხბურთში ევროპის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი უგოლო ფრე დაფიქსირდა.
მეოთხე სათამაშო დღის ბოლო მატჩში ესპანეთის ეროვნული გუნდი სევილიაში „ოლიმპიურ“ სტადიონ შვედეთის ნაკრებს შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იმითაც იყო, რომ ორივე გუნდის მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.
ესპანელებს უდიდესი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, რომლის რეალიზება ვერ შეძლეს.
ლუის ენრიკეს შეგირდები ბურთს სათამაშო დროის 85,1 პროცენტის განმავლობაში ფლობდნენ, რაც ევროპის ჩემპიონატების ახალი რეკორდია.
გარდა ამისა, მათ 953 გადაცემა გააკეთეს, მაგრამ ამ ფონზე კარის ჩარჩოში ბურთი მხოლოდ 5-ჯერ მოახვედრეს.
პირველ ტაიმში თავური დარტყმით გოლის გატანის შანსი დანი ოლმოს ჰქონდა, მაგრამ შვედების მეკარემ ბურთი მოიგერია.
შეხვედრის მიწურულს ასევე თავი სარაბიამ დაარტყა და შვედები გოლის გაშვებისგან ისევ რობინ ოლსენმა იხსნა.
თავის მხრივ, პირველი ტაიმის მიწურულს თავის გამოჩენა ალექსანდერ ისაკს შეეძლო, მაგრამ მეტოქის კარი ვერ აიღო.
უეფას ვერსიით მატჩის საუკთესო მოთამაშე შვედი მცველი ვიქტორ ლინდელოფი გახდა.
პედრი 18 წლისა და 201 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე უთამაშია.
მანამდე, რეკორდი სესკ ფაბრეგასს ეკუთვნოდა, რომელმაც 19 წლისა და 41 დღის ასაკში მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა.
