ევრო-2020-ის მეოთხე სათამაშო დღის პირველ მატჩში D ჯგუფში ჩეხეთი გლაზგოში „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიას შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.
მატჩის 42-ე წუთზე კუფალმა მარჯვენა ფლანგიდან შოტლანდიელების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც პატრიკ შიკმა საჰაერო ორთაბრძოლაში ორ მცველს აჯობა და თავური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.
52-ე წუთზე, ჩეხების კონტრშეტევის დროს შიკმა ფაქტობრივად მოედნის ცენტრიდ მარცხენა ფეხით დაარტყა და კარიდან გამოსულ მარშალს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.
ჩეხმა ფორვარდმა გოლი 45,44 მეტრიდან გაიტანა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდია.
შიკი მიმდინარე ევრო-2020-ზე ბელგიელი რომელუ ლუკაკუს შემდეგ მეორე მოთამაშეა, რომელმაც დუბლი მიითვალა.
