თბილისის „ლოკომოტივმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო.
გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში საგურამოში ქუთაისის „ტორპედო“ მიიღეს და 2:1 აჯობეს.
პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრლდა. მეორე ტაიმის განახლებიდან ორ წუთში თორნიკე კირკიტაძე მარცხენა ფლანგიდან ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში მყოფ ირაკლი სიხარულიძეს, რომელმაც ვარდნაში თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0 მან გოლი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.
69-ე წუთზე მასპინძელთა შეტევა იმრანმა წამოიწყო, რომელმაც დავით სამურკასოვს უპასა, ხოლო მან დროულად გადააწოდა ბურთი „ტორპედოს“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ კირკიტაძეს, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 2:0.
77-ე წუთზე, „ლოკომოტივის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ფადი ზიდანმა თბილისელთა კარის წინ ლაშა ჩალაძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
85-ე წუთზე, ქუთაისელთა ნახევარმცველმა ოლეგ მამასახლისმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა და ბექა დარცმელიამ სტუმართა მეკარსთან პირისპირ მამია გავაშელიშვილი გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 3:1.
„ლოკომოტივი“ 30 ქულით მე-3 ადგილზეა და გათამაშების ლიდერებს ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება.
