ესპანეთის ლა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია.
ლა ლიგის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის „ატლეტიკოს“ სლოვენიელი მეკარე იან ობლაკი დაასახელეს.
მან ესპანეთის ჩემპიონატში 39-ივე მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაუშვა, ხოლო 18-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. ის მადრიდელებთან ერთად ლა ლიგის ჩემპიონი გახდა.
28 წლის ობლაკი ვიდრე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა, ლა ლიგის განვლილი სეზონის ნომერ პირველ მეკარედ აღიარეს და რიკარდო ზამორას პრიზი მიიღო.





