რონალდუს მსოფლიო რეკორდამდე 5 გოლი დარჩა

0
27

პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში ისრაესლის ნაკრები 4:0 დაამარცხა.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში მე-2 გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. მან პორტუგალიელთა რიგებში ჩატარებულ ბოლო 42 შეხვედრაში თავი 43-ჯერ გამოიჩინა.

რონალდუ თავისი ქვეყნის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს და 175 შეხვედრში 104 გოლი მიითვალა.

ფეხბურთის ისტორიაში ეროვნული გუნდის ნაკრების მაისურით მასზე მეტი გოლი მხოლოდ ირანელი ალი დაეს ანგარიშზეა – 109.