მადრიდის “რეალმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი დანიშნა.
62 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
ანჩელოტი 2013-2015 წლებში მუშაობდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.
ის ბოლოს ინგლისის “ევერტონს” ავარჯიშებდა – 2019-2021 წლებში.
ანჩელოტიმ ფრანგი ზინედინ ზიდანი შეცვალა, რომელმაც მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბი თავისი სურვილით დატოვა.
“რეალში” ანჩელოტის ერთ-ერთი ასისტენტი მადრიდელტა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ალვარო არბელოა იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად “რეალი” ტიტულის გარეშე დარჩა – ესპანეთის ლა ლიგაში მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის “ჩელსისთან” 2 მატჩის ჯამში დამარცხდა.




