ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელის კონტრაქტი კლუბთან ავტომატურად 2024 წლამდე გახანგრძლივდა.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, თავის დროზე ტუხელის აგენტმა ოლაფ მეინკინგმ „ჩელსისთან“ 2022 წლამდე დადებულ კონტრაქტში შეიტანა პუნქტი, რომლის თანახმად თუ ლონდონელები ჩემპიონთა ლიგას მოიგებდნენ, ხელშეკრულება ავტომატურად 2024 წლამდე გახანგრძლივდებოდა.
მას მერე, რაც „ჩელსიმ“ 29 მაისს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა, კონტრაქტის ეს პუნქტი გაქტიურდა.
აქედან გამომდინარე, ფეხბურთის გერმანელი 47 წლის სპეციალისტი შვებულებაში ნაადრევად გავიდა და ახლა ლონდონში სახლს ეძებს, რათა ოჯახი, რომელიც პარიზში ცხოვრობს ინგლისის დედაქალაქში გადაიყვანოს.
ტუხელმა გასული სეზონი პსჟ-ს თავკაცად დაიწყო, მაგრამ ზამთარში გაათავისუფლეს და იანვრიდან „ჩელსი“ ჩაიბარა.




