არგენტინას კოპა ამერიკის ჩატარების უფლება ჩამოართვეს

0
21

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (კონმებოლმა) ოფიციალურად განაცხადა, რომ კოპა ამერიკა 2021 არგენტინაში არ ჩატარდება.

კოპა ამერიკის 105-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად წელს ტურნირი ორ ქვეყანაში – არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო.

კონმებოლმა თავდაპირველად მასპინძლობის უფლება კოლუმბიას ჩამოართვა, რადგან ამ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იყო.

არგენტინას რაც შეეხება, კორონავირუსის პანდემიის ამ ქვეყანაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამო, კონმებოლმა კოპა ამერიკის ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

სამხრეთ ამერიკის კონფედერაციის ხელმძღვანელები უახლოეს ხანში გადაწყვეტენ თუ სად ჩატარდება კოპა ამერიკა. თუმცა, გამორიცხული არაა, ტურნირი საერთო გადაიდოს.

აქვე გეტყვით, რომ კოპა ამერიკის სტარტი 13 ივნისსაა დაგეგმილი.