თბილისის „დინამოს“ ახალ თავკაც კახა ცხადაძესთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მისმა სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა ერთმანეთს სწრაფად გაუგონ.
ცხადაძეს, რომელმაც გიორგი ნემსაძე შეცვალა „დინამოში“ გიორგი ჩიხრაძე და სერბი ფიზმომზდების მწვრთნელი მილოშ იევტიჩი დაეხმარებიან. ის მათთან ერთად წლებია მუშაობს.
„ბედნიერები ვართ, რომ ამ ძალიან დიდ გუნდში დავბრუნდით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან თბილისის „დინამო“ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ბრენდია.
ერთის მხრივ ძალიან გვიხარია, მეორე მხრივ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვიცი, რომ ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან და არ მინდა გავუცრუო იმედი როგორც გულშემატკივრებს, ასევე იმ ხალხს, ვისაც ჩვენი სჯერა.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორად ვიმუშავოთ და ის შედეგი დავდოთ, რასაც ჩვენგან ითხოვენ. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ თბილისის „დინამოა“ და არცერთ გუნდს ვაყენებ სხვადახვა მდგომარეობაში, მაგრამ ძალიან ბევრი მოთხოვნაა – პრესტიჟული და პასუხისმგებლიანი სამუშაოა.
ჩემი დანიშნვნა ძალიან სწრაფად მოხდა – სულ სამ-ოთხ დღეში. სხვა შეთავაზებები იყო და მოლაპარაკებას ვაწარმოებდით. თუმცა, როდესაც „დინამოს“ პრეზიდენტს ველაპარაკე დავრწმუნდი, რომ ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ. ყველას უნდა ამ გუნდში ჩვენი დაბრუნება წარმატებული იყოს.
მთავარია ფეხბურთელებმა მოგვისმინონ და ის გააკეთონ რასაც ვითხოვთ. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ შედეგი იქნება.
დაგვხდა მზა გუნდი და კარგი ფეხბურთელები. რასაც ვუყურებთ „დინამო“ სხვა გუნდებთან ფუნქიონალურად კარგადაა მომხადებული. ეტაპები გავლილია და ჩვენ ხედვას დავამატებთ. იმედია, ფეხბურთელები ჩვენ ხედვებს სწრაფად აითვისებენ და ისე ითამაშებენ როგორც გვინდა.
ისეთ დროს მოვედით, რომ სეზონი დაწყებულია, მაგრამ დიდი სამუშაოა გაწეული და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არაა, რაც პლუსია. ისიც პლუსია, რომ რამდენიმე დღე გვაქვს, რომ გუნდი გავიცნოთ და ფეხბურთელებმაც გაიცნონ ჩვენი ხედვა.
დრო გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენ და ფეხბურთელებმა ერთმანეთს სწრაფად გავუგოთ, რაც ყველაზე მთავარია.
რასაც ვუყურებ ფეხბურთელები ძალიან მონდომებული არიან. ახალი მწვრთნელი როდესც მოდის ეს მუხტი ყოველთვისაა. მთავარია, ეს მუხტი და ემოცია სწორად მივმართოთ, რომ შედეგზე ორიენტირებული იყოს“ – განაცხადა ცხადაძემ „დინამოს“ პრესსამსახურთან საუბრის დროს.
