საქართველოს ნაკრების პოზიცია რეინტინგში უცვლელია

0
23

ფიფა/კოკა კოლას მაისის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პოზიციაზე აპრილთან შედარებით უცვლელია.

დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილები 91-ე პოზიციაზე არიან.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფსი საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ:

ესპანეთი – მე-6, შვედეთი – მე-18, საბერძნეთი – 51, კოსოვო – 120-ე.

რეიტინგის ლიდერი ბელგიაა, მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე – ბრაზილია.

საქართველოს ნაკრები 2 ივნისს სტუმრად ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთთან ჩაატარებს, ხოლო 6 ივნისს ასევე სტუმრად ნიდერლანდებს შეხვდება.

რუმინეთი ფიფას განახლებულ რეიტინგში 43-ეა, ხოლო ნიდერლანდები – მე-16.