ხოაკინი „ბეტისში“ მომავალ სეზონშიც ითამაშებს

0
31

39 წლის ხოაკინმა „ბეტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსგარემარბმა ხელშეკრულება 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

ხოაკინმა გასულ სეზონში „ბეტისში“ ყველა ტურნირზე 30 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ის „ბეტისის“ აღზრდილია და კლუბში თავდაპირველად 2000-2006 წლებში ასპარეზობდა. შემდეგ, მან „ვალენსიაში“, „ფიორენტინაში“ და „მალაგაში“ ითამაშა, ხოლო სევილიაში 2015 წელს დაბრუნდა.

ხოაკინმა საერთო ჯამში „ბეტისის“ მაისურით 462 შეხვედრა გამართა და 62 გოლი გაიტანა. იგი სევილიური კლუბის არებობის მანძილზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია.

ხოაკინმა 2002-2007 წლებში ესპანეთის ეროვნულ გუნდის მაისური 51-ჯერ მოირგო და 4 გოლი მიითვალა.