„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ჰარი მაგუაირი ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს.
მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, ცენტრალურ მცველ ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია.
„ჰარი უკვე დადის, მაგრამ სიარულიდან სირბილამდე ჯერ კიდევ შორია. ვაპირებ მას დროს სამშაბათ საღამომდე მივცემ. მის შემთხვევაში მყესებს შესახორცებლად დრო სჭირდება.
ყველამ იცით, რომ ჰარი გასახდელში ლიდერია. ის გასახდელში ჩვენთან ერთად იქნება და დარწმუნდება, რომ ფინალისთვის ყველა მზადაა“- სოლსკიაერმა.
ევროპა ლიგის ფინალი 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსშკი გაიმართება და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ესპანეთის „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.





