ლევან შენგელიას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს „ქონიასფორთან“ ხელშეკრულება ამოეწურა და კლუბის ხელმძღვანელებმა მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება არ ისურვეს.
25 წლის შენგელიას „ქონიასფორში“ 2019 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
მან გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 33-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. თავის სადებიუტო სეზონში შენგელიამ 23 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
