რუსული მედიის ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
bookmaker-ratings.ru იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის შემტევი ნახევარმცველის შეძენა „ევერტონს“ სურს, რომლის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია.
განვლი სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ თავის გუნდს პენალტი „მოუპოვა“.
“რუბინმა” პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც 2010 წლის შემდეგ, გუნდის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ყაზანელები მომავალ სეზონში უეფას მიერ შექმნილ ახალ ტურნირ კონფერენს ლიგაში ითამაშებენ.
კვარაცხელიას კუნთის ტრავმის გამო პრემიერ ლიგის დასკვნითი მატჩები არ ჩაუტარებია, მაგრამ ახლა ჯანმრთელადაა და 23 მაისიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მომავალი 2 ამხანაგური თამაშისთვის მოემზადება.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ვილი სანიოლის შეგირდები 2 ივნისს სტუმრად რუმინეთს შეხვდებიან, ხოლო 6 ივნისს ასევე გასვლაზე ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.




