ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელის განცხადებით, მისი კლიენტით ინგლისისა და იტალიის კლუბებია დაინტერესებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა გარემარბი რუსეთს აუცილებლად დატოვებს.
„მთელი ცხოვრება რუსულ ფეხბურთში ვარ და რუსეთის პრემიერ ლიგას ძალიან ვაფასებს. როდესაც ხვიჩა „რუსთავიდან“ მიდიოდა, ჩვენ ორი ვარიანტი გვქონდა. „ბენფიკას“ პირველი გუნდი გვიწვევდა, მაგრამ „ლოკომოტივი“ ავირჩიეთ. ეს შეგნებულად გავაკეთეთ, რადგან რუსეთის გუნდებში პოსტსაბჭოელი ფეხბურთელები პროგრესირებენ.
ჩემი აზრით, ხვიჩას კარიერა იდეალურად ვითარდება. მან „ლოკომოტივში“ თავი გამოიჩინა და „რუბინშიც“ მოუმატა სლუცკის, საიმანოვისა და მთლიანად კლუბის დამსახურებით. პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი ტალანტი გამოჩნდა, პირველი კლუბი რომელშიც მას რეკომენდაციას გავუწევ „რუბინი“ იქნება.
ახლა კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია ინგლისიდან და იტალიიდან. მე უკვე რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავი და მალე სიტუაცია გაირკვევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხვიჩა რუსეთიდან კატეგორიულად წავა“ – იუწყება ჯუღელის სიტყვებს ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.




