პირველად 32 წლის შემდეგ – მცველი პრემიერ ლიგაში საუკეთესო გახდა

0
20

ინგლისის ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციამ პრემიერ ლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველი რუბენ დიაში დაასახელა.

1989 წლის შემდეგ, დიაში პირველი მცველია, რომელმაც ეს საპატიო ჯილდო მიიღო. მაშინ, საუკეთესო „ლივერპულის“ უკანახაზელი ჰარი კეინი გახდა.

ჟურნალისტებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში 24 წლის პორტუგალიელმა თანაგუნდელ ბელგიელ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინსა და „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს აჯობა

„მანჩესტერ სიტიმ“ დიაში მიმდინარე სეზონის წინ ლისაბონის „ბენფიკადან“ 68 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა.