იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ შინ მოქმედი ჩემპიონი მილანის „ინტერი“ 3:2 დაამარცხა და შიდა ჩემპიონატში ანტონიო კონტეს გუნდის 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
მატჩის 24-ე წუთზე ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომლის მიერ პენალტიდან დარტყმული ბურთი ჰანდანოვიჩი მოიგერია, ხოლო პორტუგალიელმა დამატებაზე გაიტანა. 35-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ საპასუხო გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე კუარდადომ მასპინძლები ისევ დააწინაურა. 83-ე წუთზე, კიელინიმ ავტოგოლი გაიტანა – 2:2.
„იუვეს“ კუარდადომ მოაგებინა, რომელმაც 88-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
ტურინელები ყველა ტურნირზე თავის მოედანზე “ინტერთან” 2012 წლის ნოემბრიდან არ აგებენ – 7 გამარჯვება და 3 ფრე.
რონალდუმ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 29 ბურთი გაიტანა.
მან კარიერაში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე 777 გოლი მიითვალა.
მან კარიერაში მე-7 გოლი „სპორტინგის“ მაისურით გაიტანა, 77-ე „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის დროს, ხოლო 777-ე – „იუვენტუსის“ რიგებში.
ლუკაკუსთვის „იუვეს“ კარში გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 23-ე აღმოჩნდა. ბელგიელმა თავდამსხმელმა ეს შედეგი ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში აჩვენა.





