მიუნხენის „ბაიერნმა“ შინ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 6:0 დაამარცხა და გერმანიის ბუნდესლიგა ზედიზედ მეცხრედ მოიგო.
ბავარიელებმა ევროპის ტოპ-5 ლიგაში ტურინის „იუვენტუსის“ რეკორდი გაიმეორეს.
მათ შემდეგ წამყვან ევროპულ ლიგებში მიჯრით ყველაზე მეტჯერ ჩემპიონი ფრანგული „ლიონი“ გახდა – 7.
ესპანეთში რეკორდი მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის – ზედიზედ 5 ჩემპიონობა.
პრემიერ ლიგაში, რომელიც 1992 წლიდან ტარდება რეკორდსმენია „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომელმაც ოქროს მედლები მიყოლებით სამი სეზონი არავის დაუთმო.
საერთო ჯამში “ბაიერნმა” გერმანიის ბუნდესლიგა 31-ედ მოიგო, რაც რეკორდია, რომელსაც უახლოს პერიოდში ნაკლებად თუ ვინმე გაიმეორებს.
მიონხენგლადბახელებთან შეხვედრაში პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკისნ სამი გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 27 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო.
ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მაისურით გერმანიის ჩემპიონატში თავი 201 გოლ მოუყარა. ბუნდესლიგის ისტორიაში ერთი კლუბის რიგებში მასზე მეტჯერ მეტოქეები ბავარიელთა ექსფორვარდმა გერდ მიულერმა დაამწუხრა – 365-ჯერ.
“ბაიერნის”ფეხბურთელებმა თომას მიულერმა და დავიდ ალაბამ ბუნდესლიგა 10-10-ჯერ მოიგეს, რაც რეკორდია.
“ბაიერნის” ნახევარმცველმა კინგსლი კომანმა 24 წლის ასაკში 21 ტიტული მოიგო. ის 6-ჯერ გერმანიის ჩემპიონი გახდა, 3-ჯერ გერმანიის თასი მოიპოვა, 2-ჯერ ქვეყნის სუპერთასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.
პსჟ-ს რიგებში საფრანგეთის პირველობა მოიგო, ხოლო თითოჯერ საფრანგეთის თასი და ლიგის თასი.
კომანი “იუვენტუსთან” ერთად ერთხელ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ამდენჯერვე იტალიის თასზე და სუპერთასზე გაიმარჯვა.





