წიტაიშვილს „ვორსკლაში“ დარჩენა სურს

0
26

გიორგი წიტაიშვილს კიევის „დინამოში“ დაბრუნება არ სურს და მომავალი სეზონის გატარებას პოლტავის „ვორსკლაში“ გეგმავს, იუწყება უკრაინული მედია.

20 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველს კიეველებთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და მიმდინარე სეზონში „ვორსკლაში“ იჯარით თამაშობდა. ის პოლტაველებს ზამთარში შეუერთდა და 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

თუმცა, მან მარტის დასაწყისში მარცხენა ფეხის თითი მოიტეხა და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

სწორედ ამ ტრავმის გამო, წიტაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში ვერ დაეხმარა.