პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს აზრით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხი გარკვეულწილად უიღბლობის ბრალია.
„როგორც დავგეგმეთ ისევ ვითამაშეთ. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, მომენტებს ვქმნიდით და „მანჩესტერ სიტიზე“ ვდომინირბდით, რაც იოლი არაა. ასეთ გუნდთან დომიირება ყველას არ შეუძლია.
ზოგჯერ ფეხბურთში რაღაც ეპიზოდებში იღბალი საჭიროა. მეტოქემ საგოლე მომენტები საუცხოოდ გამოიყენა. „სიტიმ“ გოლი მაშინ გაგვიტანა, როდესაც მაღალ პრესინგს ვეთამაშებოდით.
180 წუთიდან 40-45 წუთი უმცირესობაში ვითამაშეთ, რაც მეტოქისთვის უდიდესი უპირატესობაა. ასეთია ფეხბურთი, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრზელებდით და თამაშში ვრჩებოდით.
დღეს ჩვენი დღე არ იყო. იმავე შესაძლოა ითქვას პარიზში ჩატარებულ პირველ მატჩზე. კილიან მბაპეს არყოფნა თავის გასამართლებელი საბუთი არაა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ცხადია, საწყენია, რომ ის ვერ დაგვეხმარა, მაგრამ ეს არ გვამართლებს. ამ ფაქტორის თავის გასამართლებლად გამოყენება არ ღირს, რადგან პსჟ-მ კარგად ითამაშა.
მსურს მივულოცო „მანჩესტერ სიტის“, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ამავე დროს, ჩემი მოთამაშეებით და გუნდით ამაყი ვარ“ – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი არგენტინელ სპეციალისტს.
