ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის K LEAGUE 1 (უმაღლესი ლიგა) ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ მოხვდა.
მე-13 ტურში „ულსანმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, შინ „გვანჯუს“ 2:0 აჯობა და ყაზაიშვილმა ერთი გოლი გაიტანა.
მან მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 9 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
ყაზაიშვილი პირველად მე-8 ტურის სიმბოლურში მოხვდა, როდესაც „სეულთან“ (3:2) გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
მაშინ, ქართველი ფეხბურთელი მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.






