შენგელიას მეხუთე გოლი თურქეთის სუპერლიგაში

0
28

ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგაში თავისი მე-5 გოლი გაიტანა.

39-ე ტურში „ქონიასფორმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის, ვატო არველაძის „ქარაგიუმრუქუ“ მიიღო და 5:1 გაიმარჯვა.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 3:1 იგებდა მან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შენგელიამ ამ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში 31 მატჩი (16 სასტარტოში) ჩაატარა და მეტოქეთა კარი მეხუთედ აიღო.

განვლილ თამაშში „ქარაგიუმრუქის“ განაცხადში არველაძე არ იყო.

„ქონიასფორი“ 45 ქულით 21-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე, ხოლო „ქარაგიუმრუქი“ 51 ქულით – მეათეა.