სიჭინავა გუნდს პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა

0
14

ნიკა სიჭინავამ უკრაინის პრემიერ ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

„ინგულეცი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად დონეცკის „ოლიმპიკს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა.

სიჭინავამ შეუცვლელად ითამაშა და 33-ე წუთზე მისი პასით ყანაკოვმა ანგარიში გახსნა, ხოლო 48-ე წუთზე მეტოქის კარი თავად აიღო. „ინგულეციდან“ 87-ე წუთზე თავი შევცოვმა გამოიჩინა.

26 წლის ფეხბურთელი უკრაინის პრემიერ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

„ოლიმპიკის“ სასტარტოში ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე იყო, რომელიც მე-9 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 64-ე წუთზე შეცვალეს.

„ინგულეცს“ 23 ქულა აქვს და პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „ოლიმპიკი“ 21 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.