ამსტერდამის „აიაქსის“ მესამე სათამაშო ფორმა 2021-2022 წლების სეზონისთვის რეგის ლეგენდარულ შემსრულებელ აწ გარდაცვლილ ბობ მარლის და მის სიმღერას Three Little Birds-ს მიეძღვნება.
მაისურების მხრებზე მომღერლის საფირმო ფერებისა და რასტამანების ზოლები იქნება – მწვანე, ყვითელი და წითელი.
ზურგზე სამი ფრინველი გაომოისახება, რაც ასევე სიმღერა Three Little Birds-ის გამოძახილია.
შეგახსენებთ, რომ ბობ მარლის ფეხბურთი ძალიან უყვარდა და თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ხშირად თამაშობდა. Three Little Birds „აიაქსის“ გულშემატკივრების სიმღერაა, რომელსაც „იოჰან კრუიფ არენაზე“ ხშირად უკრავენ.






