პოჩეტინო: „იმედია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ და გავიმარჯვებთ“

0
29

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს ეიმედება, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართ მატჩში, მისი გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს და გაიმარჯვებს.

„ორივე გუნდს საუცხოო მოთამაშეები ჰყავს, რომელთა შეჩერება 90 წუთის განმავლობაში ძალიან რთულია. ეს ურთულესი და კონკურენტუნარიანი მატჩები იქნება.

„სიტი“ ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და ამას პეპთან ერთად რეგულარულად აკეთებს. იმედია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ და გავიმარჯვებთ. ფეხბურთში ეს მთავარი მიზანია.

ბერნატი და ალექსი არ ითამაშებენ, ხოლო დანარჩენები მოედანზე გასასვლელად მზად არიან. „სიტი“ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ. რა თქმა უნდა, უფრო რთული თამაში გველოდება ვიდრე „ბაიერნთან“, მაგრამ ვნახოთ რა იქნება.

ყველაზე რთული 180 წუთი, რომლის განმავლობაში გადაწყდება ფინალში ვინ გავა. ჩვენ უკეთესად უნდა ვითამაშოთ“ – იუწყება პოჩეტინოს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

პსჟ-„მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა დღეს პარიზში „პარკ დე პრენსზე“ შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.