ბილბაოს ევრო-2020-ის მატჩების მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს

0
37

ბილბაოს სტადიონი „სან მამესი“ ევრო-2020-ის მატჩებს არ უმასპინძლებს.

„ატლეტიკის“ სტადიონი იმ 12 არენადან ერთ-ერთი იყო, სადაც ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები უნდა ჩატარებულიყო.

უეფამ გადაწყვიტა, რომ  ზაფხულში გასამართი ტურნირის შეხვედრები ბილბაოში არ ჩატარდება. ეს იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ქალაქის მთავრობამ უეფას სტადიონზე მაყურებლების დაშვების გარანტია ვერ მისცა.

ბილბაოს მთავრობა უეფას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აპირებენ უეფას კომპენსაცია მოთხოვონ ხელშეკრულების დარღვევის გამო.