უეფამ საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის რეფორმირების პროექტი მოიწონა.
გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ტურნირში, რომელიც სტარტს 2024 წელს აიღებს 32-ის ნაცვლად, 36 გუნდი ითამაშებს.
ელიტურ კლუბებს, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გაივლიან, დამატებით ახალ ადგილებს გამოუყოფენ.
ახალი ფორმატის მიხედვით ერთი ლიგა შეიქმნება და გუნდები ჯგუფებში აღარ განაწილდებიან.
საუკეთესო 8 გუნდი 1/8-ფინალში პირდაპირ მოხვდება, ხოლო დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა პლეი-ოფის საშუალებით გაირკვევა.
განახლებულ ჩემპიონთა ლიგაში ყველა კლუბს 10 მატჩის ჩატარება და შემოსავლების გაზრდა გარანტირებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის 12 კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანესტერ სიტი“, ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ სუპერლიგა ოფიციალურად დაარსეს.
