გარი ნევილი სუპერლიგის დამფუძნებლების დასჯას ითხოვს

0
51

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი გარი ნევილი, რომელია ამჟამად Sky Sports-ის ჟურნალისტია, პრემიერ ლიგის იმ კლუბების დასჯას მოითხოვს, რომლებიც ევროპის სუპერლიგის დაფუძნებაში მონაწილეობდნენ.

„საერთოდ როგორ შეგიძლია იფიქროთ სუპერლიგის „ოლდ ტრაფორდზე“ ნახვაზე, როდესაც პრემიერ ლიგის 14 კლუბი ერთმანეთთან სათამაშოდ დატოვეთ?

ჩემპიონშიფის კლუბები მოკვდებია, ინგლისის საფეხბურთო ლიგის კლუბები მოკვდებიან. მთელი საფეხბურთო პირამიდა, სისტემა, რომლისთვისაც 150 წელი ვიბრძოდით 6 კლუბის გამო უნდა გაქრეს? უბრალოდ სირცხვილია. ეს არასოდეს მოხდება.

პრემიერ ლიგის ეს 6 კლუბი მკაცრად უნდა დაისაჯოს – დიდი ჯარიმები, ქულების ჩამოკლება, წაართვით მათ ტიტუელები, ეს ვის აღელვებს? მიეცით ტიტული „ბარნლის“ დან „ფულემს“.

დაე, „ფულემი“ დარჩეს, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „არსენალი“ გავარდნენ, რადგან ეს სამი კლუბი ქვეყნის ისტორიაა და ყველაზე მეტად ისინი უნდა დაზარალდნენ. კლუბებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ კლუბების ტრადიცია და ისტორია უდიდესია, მაგრამ ახლა მათი საქციელი სასურველია უფრო უკეთესი იყოს.

„ლივერპული“, სერიოზულად? ამკლუბთან არცთუ კარგი ურთიერთობა მაქვს – ის არ მომწონს და არც მათ მოვწონვარ. თუმცა, ერთადერთი რასაც „ლივერპულზე“ ვფიქრობდი ისაა, რომ წესიერი და მართალი კლუბია, რომელიც თავის ხალხზე იზრუნებს. ეს უკვე აღარ არსებობს და ამის შესახებ დაივიწყეთ“ – განაცხადა ნევილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის 12 კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანესტერ სიტი“, ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ სუპერლიგა ოფიციალურად დაარსეს.