კეინმა პრემიერ ლიგაში ფაულერს გაასწრო

0
20

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით „ლივერპულის“ ლეგენდა რობი ფაულერს გაასწრო.

პრემიერ ლიგის 32-ე ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ევერტონთან“ 2:2 ითამაშა, ხოლო კეინმა დუბლი შეასრულა.

მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს – ლივერპულელის მოჰამედ სალაჰის ანგარიშზე 19 ბურთია.

კეინმა კარიერაში პრემიერ ლიგაში მეტოქეთა კარი 164-ჯერ აიღო.

მან „ტოტენჰემის“ ყოფილ ფორვარდ ჯერმეინ დეფოს (162 გოლი) და „ლივერპულის“ ექსთავდამსხმელმ რობი ფაულერს (163 გოლი) გაასწრო.

ინგლისის ნაკრების ფორვარდი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებში მე-7 ადგილზეა. მას საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად 13 გოლი აკლია – „არსენალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანგმა ტიერი ანრიმ მოწინააღმდეგეები 175-ჯჯერ დაამწუხრა, ხოლო „ჩელსის“ ექსკაპიტანმა ფრენკ ლამპარდმა – 177-ჯერ.

პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთსო ბომბარდირი ალან შირერია – 260 გოლი. მეორე ადგილზე უეინ რუნია (208), მესამეზე – ენდი კოული (187), ხოლო მეოთხეზე სერხიო აგუერო (181).

კეინი “ევერტონთან” მატჩის მიწურულს შეცვალეს, რადგან კოჭის ტრავმა მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ „ტოტენჰემმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.