„ჩელსი“ ნახევარფინალში 7-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა

0
29

ლონდონის „ჩელსი“ 2014 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ითამაშებს.

ლონდონელებმა სევილიაში „რამონ სანჩეს პისხუანზე“ ჩატარებულ პირველ მატჩში, სადაც „პორტუ“ ნომინალური მასპინძელი იყო 2:0 გაიმარჯვეს, ხოლო იმავე არენაზე გუშინ გამართული საპასუხო თამაში პორტუგალიელებმა მეჰდი ტარემის ულამაზესი გოლით 1:0 მოიგეს.

საბოლოოდ, „ჩელსი“ არებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა და მსგავსი შედეგი ინგლისის პრემიერ ლიგის არცერთ გუნდს უჩვენებია.

განვლილ შეხვედრაში პორტუგალიელებმა „ჩელსის“ 22 წლის ამერიკელ ნახევარმცველ კრისტიან პულიშიჩის წინააღმდეგ თამაშის დროს 11-ჯერ იუხეშეს. ტურნირის ისტორიაში მსგავსი რამ მეორედ მოხდა – პირველად ერთი მატჩის განმავლობაში 11-ჯერ „ბარსელონას“ არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესისთან თამაშის დროს დაჯარიმდნენ 2010-2011 წლების სეზონში.

სხვათა შორის, პულიშიჩი განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ჩელსი“ 1/2-ფინალში მადრიდის „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მადრიდელებმა პირველი თამაში შინ ინგლისელებთან 3:1 მოიგეს, ხოლო დღეს ლივერპულში საპასუხო მატჩს ჩაატარებენ.