ევრო-2020-ს გულშემატკივრები დაესწრებიან

0
37

უეფას ინფორმაციით ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩებს სტადიონზე გულშემატკივრები დაესწრებიან.

ქომაგების რაოდენობა, რომლებიც ტრიბუნაზე დაიშვებიან, სტადიონის ტევადობის 25-დან 100 პროცენტამდე მერყეობს.

ბუდეპეშტში „ფერენც პუშკაშის“ სახელობის სტადიონზე გულშემატკივრების დასწრებაზე შეზღუდვა არ იქნება.

სანკტ-პეტერბურგში „გაზპრომ არენაზე“ სტადიონის 50 პროცენტით შევსება იგეგმება და შესაძლოა აპრილის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ამსტერდამი, ბუქარესტი, კოპენჰაგენი და გლაზგო ადასტურებენ, რომ ტრიბუნებს გულშემატკივრები 25-დან 33 პროცენტამდე შეავსებენ.

ამასთანავე, ამსტერდამმა, ბუქარესტმა და კოპენჰაგენმა შესაძლოა აპრილის ბოლოს ქვოტა იმის მიხედვით გაზარდონ თუ როგორ წარიმართება მასობრივი ტესტირების პროგრამა და რამდენი დაავადებული იქნება.

მიუნხენს, რომს, ბილბაოს და დუბლინს ჯერ არ გადაუწყვეტიათ გულშემატკივრებს დაუშვებენ თუ არა.

მათ საბოლოო პასუხი 19 აპრილს უნდა თქვან და ამის შემდეგ უეფა გადაწყვეტს ნახსენებ ქალაქებში ევრო-2020-ის ფინალური ეტაპის მატჩების ჩატარება-არჩატარების საკითხს.