„რუბინი“ კვარაცხელიას „მილანს“ 19 მილიონად მიჰყიდის

0
29

ყაზანის „რუბინმა“ დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანს“ მიჰყიდის.

sport-express.ru-ს ინფორმაციით, იტალიურ კლუბსა და ყაზანელებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებამ წინ სერიოზულად წაიწია.

როგორც გაირკვა, „რუბინი“ მზადაა 20 წლის კვარაცხელიას 19 მილიონ ევროდ შეელიოს.

ხვიჩამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

მან მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამართულ 3 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.