ევრო-2020 და ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ფინალურ ეტაპზე ეროვნული ნაკრებები მატჩის მსვლელობისას 5-5 შეცვლას განახორცილებენ. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
უეფას განმარტებით 5 შეცვლას კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ასეთი ნაბიჯი სწორედ კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო გადადგა.
უეფას გადაწყვეტილება ერთა ლიგის C ლიგაში დასარჩენად მებრძოლ ნაკრებებსაც შეეხებათ. 2022 წლის მარტში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოლდოვა ყაზახეთს შეხვდება, ხოლო ესტონეთი – კვიპროსს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნაკრებებს 5-5 შეცვლის განხორციელება შეუძლიათ.





