შვედეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ქართველებთან (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„კარგი შეგრძნებაა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნაკრებში პირველი თამაში ჩავატარე. ბევრი ადრენალინი მივიღე.
ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ გავიმარჯვეთ“ – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა, რომლის საგოლე გადაცემის შემდეგ, კლაესონმა 35-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი აიღო.
39 წლის ზლატანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე შვედების რიგებში უთამაშია.
ის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – 116 მატჩში 62 გოლი.




