მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი თავდამსხმელი დიეგო კოსტა დიდი ალბათობით კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ გააგრძელებს.
გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით პორტუგალიურ გრანდსა და 32 წლის ესპანელ ფორვარდს შორის მომავალი თანამშრომლობის თაობაზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია.
ფეხბურთელი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი წელიწადში 2 მილიონი ევრო იქნება. ამასთანავე, ის “ბენფიკაში” გადასვლის თანხმობის სანაცვლოდ წინასწარ 3 მილიონ ევროს მიიღებს.
კოსტამ იანვარში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და დღემდე თავისუფალი აგენტია. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის ლისაბონელებს ზაფხულში შეურთდება.
კოსტამ ამ სეზონში მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
