ბითაძის სამი ქულა „დენვერთან“

0
16

„ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებას გოგა ბითაძე იცავს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში სტუმრად „დენვერთან“ ითამაშა და 106:121 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 9 წუთი ითამაშა და 3 ქულა მიითვალა. მან სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ერთიდან ერთი საჯარიმო ზუსტად ესროლა. გარდა ამისა, ბითაძის ანგარიშზე 2 ჩაჭრა და 3 დაფარებაა.

„დენვერს“ სერბმა ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა, 14 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.

„პეისერსში“ ბროგდონის ანგარიშზე 24 ქულაა, ხოლო დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა.