პოჩეტინოს ანტირეკორდი

0
32

პსჟ ლიგა 1-ის 29-ე ტურში შინ სენსაციურად სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე მყოფ „ნანტთან“ 1:2 დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში პარიზელებმა შინ მე-4 თამაში წააგეს. აღსანიშნავია, რომ ისინი  გასული 7 სეზონის განმავლობაში ერთად აღებული ამდენივე მატჩში დარჩნენ უქულოდ.

პსჟ-ს არგენტინელი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ბოლო 10 წლის მანძილზე პარიზელთა პირველი მწვრთნელია, რომელმაც თავისი საწყისი 12 თამაშიდან 3 წააგო.

„ნანტთან“ თამაშამდე პსჟ „მონაკოსთან“ (0:2) და „ლორიანთან“ (2:3) დამარცხდა.

პარიზელები 60 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ „ლილს“ 3 ქულით ჩამორჩებიან.