“ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ კატალონიის მუზეუმს ბუცები გადასცა ,რომლებითაც მან ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით, ბრაზილიელი პელეს რეკორდი დაამხო.
მუზეუმში ბუცი ერთი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი, რის შემდეგაც აუქციონზე გაყიდიან. შემოსული თანხა გადაეცემა საავადმყოფოს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს მკურნალობს.
მესიმ დეკემბერში “ვალიადოლიდს” გოლი გაუტანა , რომელიც მისთვის “ბარსელონას” მაისურით 644-ე იყო. ლეომ პელეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც “სანტოსში” 643 გოლი აქვს გატანილი.
