ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის (2011-2020) სიმბოლური ნაკრები შეადგინა. დეკადის სიმბოლურ ნაკრებს შემდეგი სახე აქვს: მეკარე: მანუელ ნოიერი (გერმანია); მცველები: ფილიპ ლამი (გერმანია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), ვირჯილ ვან დაიკი (ნიდერლანდები), მარსელო (ბრაზილია); ნახევარმცველები: ტონი კროოსი (გერმანია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია); თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა).