“ბარსელონას” გასაჭირი

0
28

კატალონიის “ბარსელონამ” გასული წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფერებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანური ლიგის გრანდი დიდ ვალშია.
“ბარსელონას” ვალი მილიარდ 200 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან მოკლევადიანი ვალების ოდენობამ 730 მილიონ ევროს მიაღწია. კლუბი ყველაზე მეტს სახელფასო ფონდში ხარჯავს, ეს დაახლოებით კლუბის შემოსავლების 74 პროცენტია. სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო თვეებში ხშირად ისმის, “ბარსას” ბოსებს სახელფასო ფონდის შემცირება სურთო.
განსაკუთრებით დამაფიქრებელია გუნდის სატრანსფერო პოლიტიკის დროს დაშვებული შეცდომები. კატალონელებს დღემდე 126 მილიონი ევრო აქვთ გადასახდელი წარსულში განხორციელებული ტრანსფერებისთვის. შედარებისთვის, თავად იმავე კუთხით მხოლოდ 46 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, რაც დისბალანსზე მიუთითებს.
მაგალითად, „ბარსელონას“ 29 მილიონი ევრო აქვს გადასხდელი „ლივერპულისთვის“ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის გამო, 16 მილიონი „აიაქსისთვის“ (ფრენკი დე იონგი), 10 მილიონი „ბორდოსთვის“ (მალკომი). საპირისპიროდ, კატალონელებმა „ზენიტიდან“ მალკომის ტრანსფერში 9.5 მილიონი ევრო უნდა მიიღონ, „ხეტაფესგან“ 6 მილიონი (კუკურელიაში) და „რომასგან“ – 4 მილიონი ევრო (კარლეს პერესისთვის).