ბითაძე პარკეტს ხუთი ქულით დაუბრუნდა

0
34

ტრავმით გამოწვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ პარკეტს ქართველი მეფარე გოგა ბითაძე დაუბრუნდა. ეს ინდიანა პეისერზისა და ლოს ანჯელეს კლიპერსის მატჩისას მოხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა კალიფორნიელებთან 15 წუთი, 35 წამი ითამაშა და ამ დროში ხუთი ქულა და ორი მოხსნა დააგროვა. ბითაძეს ორი ჩაჭრა და ერთი დაფარებაც ჰქონდა.
კლიპერსმა თამაში ადვილად მოიგო. გამარჯვებულთაგან საუკეთესოები პოლ ჯორჯი, მარკუს მორისი და ლუკ კენარდი იყვნენ 20-20 ქულით. კავაი ლეონარდის აქტივში 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი პასია.