ნეიმარი პარიზში 2026 წლამდე დარჩება

0
159

ავტორიტეტული სპორტული გამოცემა, Sky Sports-ის ცნობით  პარიზის “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი გუნდში დარჩება. 28 წლის ფეხბურთელი მალე კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
ახალი პირობებით, ნეიმარი პსჟ-ში კიდევ ოთხი წლით, ანუ 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. რაც შეეხება მოთამაშის ანაზღაურებას, ბრაზილიელი კვირაში 450 000 გირვანქას მიიღებს.
ნეიმარი პსჟ-ს’ 2017 წელს, ”ბარსელონადან” შეუერთდა. მან გუნდის მაისურით 98 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა.