სანდრო მამუკელაშვილი კონფერენციის კვირის მოთამაშეა

0
66

„სეტონ ჰოლის“ ქართველის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სანდრომ ეს აღიარება პირველად დაიმსახურა.
წინა კვირის განმავლობაში „სეტონ ჰოლმა“ ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო, ხოლო მამუკელაშვილი ორივე შეხვედრაში საუკეთესო იყო. „ქსავიერთან“ (85:68) სანდრომ 18 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო „ბატლერთან“ (68:60) 24 ქულა გააკეთა, 9 მოხსნა და 6 პასი შეასრულა.
“მამუკელაშვილის 6 პასი სეტონ ჰოლის 14 ქულაში აისახა. გუნდის 68 ქულიდან 38 სანდროს დამსახურებაა”, – წერს სეტონ ჰოლის ოფიციალური საიტი.