არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ ესპანეთის ლა ლიგის წინა ტურში ბრაზილიელი “ფეხბურთის მეფის” პელეს რეკორდი გაიმეორა, მალე კი დაამხო. პრიმერა დივიზიონის მეთხუთმეტე ტურში „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდს“ 3:0 აჯობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ერთი ბურთი მესის ანგარიშზეა, რომელმაც 65-ე წუთზე წერტილი დაუსვა შეხვედრას. ლეოსთვის ეს „ბარსელონას“ მაისურით 644-ე გოლი გამოდგა და პელე უკან მოიტოვა (643 გოლი).
“როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამგვარ რეკორდს დავამყარებდი. მით უმეტეს, თუ გავაუმდი ჯობესებთვით პელეს მიერ დამყარებულ შედეგს. მადლობა ყველას, ვინც ვინც ყოველდღე მხარში მედგა”, – დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.
